მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დავით ბაქრაძე მსოფლიოს 2000 გამოჩენილ ინტელექტუალთა სიაში მოხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა  მსოფლიოს 2000 გამოჩენილ ინტელექტუალთა სიაში  შეყვანა შესთავაზა. ამის შესახებ ”ტაბულასთან” საუბარში პარლამენტის პრეს-სამსახურის უფროსმა, მაკა გიგაურმა განაცხადა. მისი თქმით, ცენტრიდან მიღებული წერილის თანახმად,  ბაქრაძეს  სთავაზობენ ოქსფორდის ინგლისურენოვანი ლექსიკონის, '21-ე საუკუნის გამოჩენილი ინტელექტუალის'  ფურცლებზე მისი ბიოგრაფიული და პერსონალური მონაცემები განთავსდეს.   წიგნის გამოცემა  2011 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

'ჭკვიანი და განათლებული ადამიანი” - ამ განსაზღვრების შესაბამისად დავით ბაქრაძე მოხვდა მსოფლიოს 2000 ინტელექტუალ ადამიანთა სიაში. წიგნი განკუთვნილი იქნება ფართო აუდიტორიისთვის. ამ გამოცემაში მონაწილეობა მხოლოდ დამსახურების შესაბამისია, ამიტომ ველი თქვენს თანხმობას', ნათქვამია წერილში, რომელიც ბაქრაძემ საერთაშორისო ბიოგრაფიულიო ცენტრიდან მიიღო და რომელსაც ხელს  კემბრიჯის ბიოგრაფიული ცენტრის გენერალური დირექტორი ნიკოლას  ლოუსი ( Nicholas S. Laws) აწერს. პარლამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, ამ სიაში მოხვედრა ფასიანი არ არის.

'21-ე საუკუნის გამოჩენილი ინტელექტუალი' 2011 წელს მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ბიბლიოთეკებშსა და კვლევით ინსტიტუტებში გავრცელდება.

'ტაბულა'

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები