მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დავით ბაქრაძე რუმინეთსა და დიდ ბრიტანეთში შეხვედრებს გამართავს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე რუმინეთსა და დიდი ბრიტანეთში გაემგზავრება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 5–7 ივნისს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ბაქრაძე, ოფიციალურ შეხვედრებს რუმინეთში გამართავს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები რუმინეთის სენატის თავმჯდომარესთან, მირჩეა ჯოანასთან, რუმინეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან, რობერტა–ალმა ანასტასესთან. გარდა პარლამენტში შეხვედრებისა დავით ბაქრაძე შეხვდება რუმინეთის პრეზიდენტს, ტრაიან ბასესკუს, პრემიერ მინისტრს ემილ ბოკს და რუმინეთის პატრიარქს დანიელს. რუმინეთიდან ბაქრაძე, 8-10 ივნისს ლონდონში გაემგზავრება.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თემთა პალატის თავმჯდომარეს ჯონ ბერქოუს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, უილიამ ჰაგთან. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს გამართავს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან. პარლამენტის თავმჯდომარე ასევე მონაწილეობას მიიღებს ჩეთემ ჰაუსში და პარლამენტში დაგეგმილ მრგვალი მაგიდის სხდომაში.

onlinenews.ge

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები