მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დავით ბაქრაძე: არჩევნების ხალხის მოსყიდვის მცდელობით მოგებას არ დავუშვებთ

პარლამენტის თავმჯდომარე პროკურატურის მიერ ''გლობალ tv'-ის ანტენების დაყადაღების ფაქტს გამოეხმაურა.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ინფორმაციის თავისუფლების ჭრილში ვერანაირად ვერ განიხილება შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური სუბიექტი ან პოლიტიკური პარტია საკუთარი საარჩევნო პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე უფასოდ არიგებს მატერიალურ ღირებულებას.

მისი თქმით, კანონისთვის არანაირი განსხვავება არ არის ეს მატერიალური ღირებულება ანტენა, სარეცხი მანქანა თუ უბრალოდ ქეშით გადაცემული თანხა იქნება.

„ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერი ასეთი ფაქტი არის ამომრჩევლის მოსყიდვა. ამიტომ, მოდით გავავლოთ მკაფიო ზღვარი სად მთავრდება სიტყვის თავისუფლება და სად იწყება ამომრჩევლის მოსყიდვა. ნებისმიერი მატერიალური ღირებულების ნივთების უფასოდ დარიგება გაცხადებული პოლიტიკური მიზნების სუბიექტის მხრიდან, არის ამომრჩევლის მოსყიდვა და ეს ქართული კანონმდებლობით იკრძალება',- განაცხადა ბაქრაძემ.

პარალამენტის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოში კორუფცია დამარცხებულია და აღარ დაუშვებენ არჩევნების მოგება ქართველი ხალხის ყიდვის ილუზიით და მცდელობით ხდებოდეს.

„ქართველი ხალხი იმსახურებს ინფორმირებულ არჩევანს და ეს ინფორმირებული არჩევანი იქნება არა იმიტომ, რომ ვიღაცა სამადლოდ, საკუთარი პოლიტიკური ამოცანების გამო იყიდის და დაარიგებს უფასო ანტენებს, არამედ იმის გამო, რომ ქართული სახელმწიფო და დემოკრატია ზრუნავს საქართველოში პოლიტიკური სისტემის განვითარებაზე. სიტყვის თავისუფლება ამ ქვეყანაში იქნება კიდევ უფრო ხელშეუხებელი და კიდევ უფრო განვითარებული',- განაცხადა ბაქრაძემ.

internet.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები