მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დავით ბაქრაძე: კონსტიტუციურად პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს

დავით ბაქრაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე, ბიძინა ივანიშილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საუბარი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ეხებოდა. მისი შეფასებით, აღნიშნული ფაქტი კანონის უპატივცემულობა და დარღვევაა.

ბაქრაძის განმარტებით, კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს.

„კონსტიტუციურად არაფერი უშლის ხელს საქართველოს პრეზიდენტს, რომ პრემიერად ვანო მერაბიშვილი და მისი მთავრობა წარადგინოს, რომელსაც ახალი პარლამენტი არ დაამტკიცებს, ამას მოყვება პოლიტიკური კრიზისი და 6 თვეში იქნება რიგგარეშე არჩევნები. კონსტიტუციით ამის გაკეთება შესაძლებელია. ჩვენ არ ვაკეთებთ ამას, რადგან, ქართველი ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ',- განაცხადა ბაქრაძემ.

 internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები