მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დავით ბაქრაძე - სად არის ჟვანიას, გირგვლიანისა და რობაქიძის დაპირებული საქმეები, ამ მხრივ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა

გიგი უგულავას მხარდამჭერ აქციაზე შეკრების მიზანი იმის გამოხატულებაა, თუ როგორ ქვეყანაში გვსურს ცხოვრება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა , დავით ბაქრაძემ დღეს ფინანსთა სამინისტროსთან საგამოძიებო სამსახურის ეზოში გამართულ აქციაზე განაცხადა. 
როგორც ბაქრაძე აცხადებს, გიგი უგულავას დაკითხვაზე დაბარება არის უსამართლობა, რადგან საქართველოს და მათ შორის თბილისშიც კარგად ახსოვთ გადათხრილი ქუჩები. 
მისივე თქმით, დღეს ის ადამიანი, ვინც თბილისი დაანგრია, გმირივით ჩამოდის ქვეყანაში, ხოლო ის, ვინც ქალაქი ააღორძინა, დაკითხვაზეა დაბარებული. 
დავით ბაქრაძის განცხადებით, ახალმა ხელისუფლებამ ხალხისთვის მიცემული დაპირებები ვერ შეასრულა.
'ლადო ბედუკაძე, რომელმაც ციხის კადრები გაავრცელა, გარეთ დადის და დღეს გიგი უგულავას ბრალი უნდა წაუყენონ. ეს არ არის სამართალი. სად არის ჟვანიას, გირგვლიანისა და რობაქიძის დაპირებული საქმეები, ამ მხრივ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა', - აცხადებს დავით ბაქრაძე.
მისივე თქმით, ახალი ხელისუფლება დაკითხვაზე იბარებს ათობით ადამიანს, მათ, ვინც 'ნაციონალების' გვერდით ოდესმე მდგარან. 
'ამ ქვეყანას ასეთი დაჭერებით მომავალი არ აქვს', - აცხადებს დავით ბაქრაძე.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები