მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დავით ბაქრაძე - საქართველო იყო და იქნება ევროპის პოლიტიკური ნაწილი

საქართველო იყო და იქნება ევროპის სრულფასოვანი პოლიტიკური ნაწილი, რაც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობას მოიცავს , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის თავმჯდომარეების კონფერენციის დაწყებისას განაცხადა.
მისი თქმით, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც კულტურული, ისე პოლიტიკური მიმართულებით.
ბაქრაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელ კონფერენციაზე საუბარი იქნება იმ პრობლემებზეც, რომელიც საქართველოს რუსეთის მხრიდან ოკუპაციასთან დაკავშირებით აქვს და რეფორმების კუთხით მიღწეულ წარმატებებზე. 
პარლამენტში დღეს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის თავმჯდომარეების კონფერენცია გაიხსნა.
კონფერენციის ფარგლებში, 19.00 საათზე, საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის სახელით მიღება გაიმართება. 
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის თავმჯდომარეების დელეგაციის წევრები საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები