მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დავით ბაქრაძე: 9 აპრილი შეხსენებაა - რა ფასად დაუჯდა ქართველ ერს თავისუფლება და დამოუკიდებლობა

9 აპრილი თავისუფლებისთვის ბრძოლის, ამ ბრძოლაში გაღებული მსხვერპლის დიდი სიმბოლოა და შეხსენებაა, რა ფასად დაუჯდა ქართველ ერს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს 9 აპრილის მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ეს დღე ასევე შეხსენებაა იმისა, თუ რა პასუხისმგებლობა გვეკისრება, რომ შევინარჩუნოთ ის თავისუფლება, რომლის მოპოვებასაც ამდენი უდანაშაულო ადამიანის სისხლი დასჭირდა.

'პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას და ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას არასდროს არავინ დაემუქროს', _ აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით ბაქრაძემ 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დეპუტატებთან ერთად ყვავილებით შეამკო. პარლამენტარებმა 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად სანთლებიც აანთეს.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები