მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დავით საყვარელიძე: პირველი რაც ივანიშვილმა გააკეთა არის ის, რომ 80 მილიონი უკან დაიბრუნა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე დღეს, კახეთისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული 80 მილიონი ლარის ივანიშვილისთვის უკან დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა.

საყვარელიძის განცხადებით, უმცირესობა აღნიშნული ფაქტით გაკვირვებულია.

'ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს და ეჭვს ბადებს ივანიშვილის განცხადება სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან დაკავშირებით. პირველივე რაც მან გააკეთა, არის ის, რომ 80 მილიონი ლარი უკან დაიბრუნა და ამით ძალიან გაკვირვებულები ვართ',- განაცხადა საყვარელიძემ.

საქართველოს რეგიონული განთვირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის,  დავით ნარმანიას ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს კახეთისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული 80 მილიონი ლარი უკან დაუბრუნდა.

internet.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები