მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია და კახა შარტავა ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდებიან

'რესპუბლიკური პარტიის' თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, 'თავისუფალი-დემოკრატების' ლიდერი ირაკლი ალასანია, პარტიის პოლიტიკური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი, 'ეროვნული ფორუმის' თავმჯდომარე კახა შარტავა დღეს, ბათუმში, სასტუმრო 'შერატონში' ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდებიან. 
როგორც 'ინტერპრესნიუსს' 'რესპუბლიკელებიდან' აცნობეს, შეხვედრა 15:45 საათზე დაიწყება და მისი ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო გარემო იქნება. უსუფაშვილი, ალასანია და შარტავა კონგრესმენებს ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ საარჩევნო ცვლილებებსა და მათზე საკუთარ პოზიციებს გააცნობენ. ამერიკელ კონგრესმენთა ამ ჯგუფს დენ ბარტონი ხელმძღვანელობს. აპრილის შემდეგ ეს საქართველოში ამერიკელი კონგრესმენების რიგით მეხუთე ვიზიტია. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები