მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დავით ჯალაღანია კონგრესის მიერ მიღებულ რეზოლუციას მნიშვნელოვან პოლიტიკურ დოკუმენტად აფასებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღანიას შეფასებით, აშშ-ს კონგრესის მიერ მიღებულ რეზოლუცია მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტია.

ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ჯალაღანიას თქმით, რეზოლუცია საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს მხარს უჭერს და კარგი გზავნილია, როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე საქართველოს იმ ოპონენტების მიმართ, რომლებიც საქართველოს ოკუპაციას ახორციელებენ.

'აშშ-ს კონგრესის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით ძალზედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი შეიქმნა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ცალმხრივად უცხადებს მხარდაჭერას. მთლიანობაში ეს არის გამოვლინება იმისა, რომ აშშ-ის როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების შტოები მთავრობის კურსის და სახელმწიფოს მხარდამჭერები არიან',- განაცხადა ჯალაღანიამ.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები