მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დათა ახალაიას პროკურატურა ბრალს დაუსწრებლად წაუყენებს

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, დათა ახალაიას პროკურატურა ბრალს, სავარაუდოდ, ორშაბათს, დაუსწრებლად წაუყენებს, - ამის შესახებ რადიო 'პალიტრის' გადაცემა 'რეზიუმეს' ეთერში მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა. 
მისი განმარტებით, ახალაიას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება. კბილაშვილის თქმით, ჩვენებებში ცალსახად მიუთითებენ, რომ გარკვეული ქმედებები მისი უშუალო დავალებით და მონაწილეობით ხორციელდებოდა. 
კერძოდ, მთავარი პროკურორის განცხადებით, ერთ-ერთი ეპიზოდი ინფორმაციის უკანონო მოპოვებას ეხება. კბილაშვილის ვარაუდით, დათა ახალაიას ბრალი ორშაბათს დაუსწრებლად წარედგინება, რადგან იგი საქართველოში არ იმყოფება.

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/kriminali/23568-datha-akhalaias-brals-uakhloes-khanshi-tsauyeneben.html 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები