მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დამასკო რუსულ-არაბულ სამშვიდობო გეგმას დათანხმდა

 

სირიის ხელისუფლება რუსეთისა და არაბული სახელმწიფოების ლიგის წინადადებას დათანხმდა არსებული კრიზისის მშვიდობიანი დარეგულირების თაობაზე. ამის შესახებ რუსული მედია მოსკოვში სირიის ელჩზე, რიად ჰადადზე დაყრდნობით წერს.

ელჩის თქმით, ოფიციალურ დამასკოს არაფერი აქვს საწინააღმდეგო ხუთპუნქტიან გეგმასთან მიმართებაში. „ჩვენ თანახმა ვართ შევწყვიტოთ ძალადობა და წავიდეთ დიალოგზე წინაპირობების გარეშე პრობლემის გადასაჭრელად '- განაცხადა დიპლომატმა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთისა და არაბული ქვეყნების ლიგის მიერ 10 მარტს ქაიროში დამტკიცებული გეგმა ითვალისწინებს კონფლიქტის მხარეების მიერ ძალადობის შეწყვეტას, მონიტორინგის მექანიზმის შექმნას, ქვეყნის ყველა რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელ მიწოდებას, გარედან სირიის საქმეებში ჩაურევლობას და გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის კოფი ანანის მისიის მხარდაჭერას.

ამჟამად კოფი ანანი გაეროსა და არბული ქვეყნების ლიგის წარმომადგენელია სირიის კრიზისის დარეგულირების საკითხში. 10 მარტს კოფი ანანი სირიაში იმყოფებოდა, სადაც ის პრეზიდენტ ბაშარ ასადსაც შეხვდა.

სირიაში არეულობა წელიწადზე მეტია გრძელდება. ამ დროის მანძილზე შეტაკებებს 7500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

onlinenews.ge 

ე.შ

 

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები