მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დამატებით მეორე ბატალიონი ავღანეთში მომავალ წელს გაემგზავრება

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ნატო-ს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდალს დევიდ პეტრეუსს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ პეტრეუსმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს კიდევ  'ISAF'-ის მისიაში წარმატებული მონაწილეობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

ცნობილია, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს ავღანეთში  დამატებითი ბატალიონის გაგზავნის შესახებ. გენერალი პეტრეუსი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას. მისი განცხადებით, გარდა იმისა, რომ  ეს იქნება საქართველოს მიერ შეტანილი დიდი წვლილი მსოფლიო უსაფრთხოებაში, ამით  ქართველი სამხედროები მიიღებენ უნიკალურ გამოცდილებას. დამატებით მეორე ბატალიონი ავღანეთში მომავალ წელს გაემგზავრება.

ბაჩო ახალაიამ და დევიდ პეტრეუსმა საქართველოში ნატო-ს სტანდარტების რეგიონალური საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებაზეც ისაუბრეს. გენერალი პეტრეუსი მიესალმება ინიციატივას შეიქმნას საქართველოში ცენტრი, რომლის მთავარი მიზანია საერთაშორისო ოპერაციებისთვის გადასროლის წინა წვრთნების განხორციელება.

ცენტრის შექმნის საკითხში საქართველოს ნატო-ს სრული მხარდაჭერა აქვს.

ჯეონიუსი

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები