მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დარჩიაშვილი: მცდელობაა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობას ჩრდილი მიადგეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით დარჩიაშვილის შეფასებით, დავით გარეჯთან დაკავშირებით მცდელობაა,  რომ ორი მოძმე სტრატეგიული ერის ურთიერთობას ჩრდილი მიადგეს, მაგრამ ეს არ მოხდება,  რადგან მიმდინარე მოვლენებს საღად აფასებენ ბაქოშიც და თბილისშიც.

ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, დარჩიაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ჯონდი ბაღათურიამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი მკაცრად გააკრიტიკა.

დარჩიაშვილის თქმით, სააკაშვილმა ქვეყანა ჭაოიბიდან ამოიყვანა და მან სახელმწიფოს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.

„თქვენ, შეიძლება, იმ ჭაობში თავს კარგად გრძნობდით და ახლა, სააკაშვილს  ყველა წარმოსადგენ და წარმოუდგენელ ცოდვას აბრალებთ, მაგრამ მერე ამბობთ, რომ ეს ყველაფერი არაფერია იმასთან შედარებით, რაც დავით გარეჯთან დაკავშირებით ხდება. თქვენი ბრალდებები ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან, როგორც ცა და დედამიწა. რასთან გვაქვს საქმე? წლების განმავლობაში, იმ საბჭოთა რეჟიმში, რომლის აპოლოგეტები თქვენს ირგვლივ ბევრნი არიან, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ადმისტრაციული საზღვარი ისე იყო გაყოფილი, საზღვარი ქედზე გადიოდა და დავით გარეჯის სამონასტრო კოპლექსის ორი პროცენტი აზერბაიჯანის მხარეს მოექცა. ამას მაშინ მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან საბჭოთა კავშირი იყო.  საზღვრების დელიმიტაციის პროცესი ურთულესია და მას უნდა ხელშეწყობა და არა ისეთი ქცევა, რომელიც პირველ რიგში, საბჭოთა კავშირის აპლოგლეტებს გაახარებს. მცდელობა არის, რომ ორი მოძმე სტრატეგიული ერის ურთიერთობას პატარა პროვოკაციებით ჩრდილი მიადგეს, მაგრამ ამას ვერ მიიღებთ, რადგან საღი აზრი არის ბაქოშიც და თბილისშიც', - აცხადებს კანონმდებელი.

დარჩიაშვილის ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით, შეთანხმება პრინციპის დონეზე მიღწეულია, მაგრამ ამ საკითხს სჭირდება კიდევ გაზომვა და არა ის, რითაც ოპოზიციონერები არიან დაკავებულები.

„ეს გეგმები იმისკენ არის მიმართული, რომ აზერბაიჯანელებს არც მთლად მეგობრულ-პარტნიორულ საქართველოზე აფიქრებინონ. მართალია, ეს გეგმები საბჭოთა კავშირზე მოტირალ ძალებს გაახარებს, თუმცა, არაფერი გამოვა, რადგან ერთია ისტორიული პროცესები და მეორე - ჯონდის გამოსვლები, რომელიც რეალურ პროცესებსაა აცდენილი', - განაცხადა დარჩიაშვილმა.   

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები