მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დარჩიაშვილი: ქლინტონის ვიზიტიისას ერთ-ერთი თემა არჩევნებიც იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, დავით დარჩიაშვილის შეფასებით,  აშშ-ს სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი, ამერიკის მეგობრულ ურთიერთობაზე მეტყველებს. ამის შესახებ დარჩიაშვილმა „ინტერნეტ.ჯი'-ს, უახლოეს მომავალში, საქართველოს ჰილარი ქლინტონის ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, ვიზიტი ადასტურებს, რომ აშშ-თვის საქართველოსთან ურთიერთობა ღირებულია.

'აშკარაა, რომ საქართველოსთან ურთიერთობა აშშ-სთვის მნიშვნელოვანია. ქლინტონის ვიზიტი ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის სტრატეგიული ქარტიის მიმდინარეობისას პოზიტიურია ჩვენი ქვეყნისთვის. ცნობილია, რომ აშშ საქართველოში მიმდინარე რეფორმებით ინტერესდება. ვიზიტიისას ერთ-ერთი თემა საპარლამენტო არჩევნებიც იქნება',- განაცხადა დარჩიაშვილმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჰილარი ქლინტონის საქართველოში ვიზიტის თარიღი, შესაძლოა სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე გადაწყდეს.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები