მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დასავლეთ საქართველოში ძლიერ გრიგალს ელოდებიან - ხაჩიძის უწყება საგანგებო რეჟიმზე გადადის

დასავლეთ საქართველოში ძლიერ გრიგალს ელოდებიან. ასეთი პროგნოზი აქვთ ქართველ სინოპტიკოსებს. მათი ვარაუდით, ქარის სიჩქარე ამაღამ დაიწყებს მომატებას.
აღმოსავლეთის ძლიერი ქარი კასპიის ზღვიდან მოდის და იგი თავის პიკს 2 აპრილს მიაღწევს. ქარის სიჩქარე იქნება 30-40 მ.წმ-ში. სინოპტიკოსების ვარაუდით, ძლიერი ქარი მთელს დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე და იმერეთში თითქმის სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
კომპანია 'ენერგო პრო-ჯორჯიაში' აცხადებენ, რომ ქარის გამო დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიით მომარაგების საკითხში პრობლემები მოსალოდნელი არ არის. დასავლეთ საქართველოში დენი იქნება უწყვეტად. საქართველოში მოსალოდნელი ქარიშხლის გამო გარემოს დაცვის სამინისტრო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

onlinenews.ge

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები