მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დაჭრილი სამხედროები მოინახულეს

 

ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ  და  ნატო-ში საქართველოს ელჩმა გეგა მგალობლიშვილმა მოინახულეს.  31-ე ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე გერმანიაში ლანდშტულის რეგიონულ სამედიცინო ცენტრში მკურნალობის კურსს გადის.  

'ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ისინი სწრაფად გამოჯანმრთელდნენ. მათ აქვთ საუკეთესო სამედიცინო დახმარება. დღეს ვნახეთ რა პირობებში არიან ჩვენი სამხედროები,  შევხვდით  მათ მკურნალ ექიმებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენი ბიჭები დროზე გამოჯანმრთელდნენ და დაბრუნდნენ საქართველოში,'  განაცხადა ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ. 

ქართველი სამხედროები  ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში  ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ.  

mod.gov.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები