მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დევიდ კამერონი მედიის საქმიანობის რეგულირების ინიციატივით გამოდის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა მოუწოდა ქვეყნის პოლიტიკურ პარტიებს ჩამოაყალიბონ ერთიანი მიდგომა ქვეყანაში მედიის საქმიანობის მომავალ რეგულირებასთან დაკავშირებით.
კამერონის განცხადებით, ამჟამად მოქმედი მედიის რეგულირების სიტემა მიუღებელია - დიდ ბრიტანეთში სახელმწიფოს მხრიდან მედიის საქმიანობაში ჩაურევლობის ტრადიცია არსებობს.
კამერონის ინიციატივა უკავშირდება გახმაურებულ სკანდალს, როდესაც გამჟღავნდა, რომ ჟურნალისტები კერძო პირების სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ. 
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სავარაუდოდ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ბრაინ ლევენსონი მოითხოვს, რომ შემოღებულ იქნას პრესის საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების გარკვეული ფორმა. 
უნდა აღინიშნოს, რომ კამერონის წინადადებამ, თვით მისი თანაგუნდელებში გამოიწვია უარყოფითი რეაქცია. ბრიტანელი პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი მიჩნევს, რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს მედიის საქმეებში.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები