მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დევიდ უილსონი: აშშ-მა რუსეთს ვეტოს უფლება არ უნდა მისცეს

აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის დევიდ უილსონის განცხადებით, ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, აშშ-მა არ უნდა მისცეს რუსეთს ვეტოს უფლება.

ამის შესახებ განცხადება, უილსონმა აშშ-ის კონგრესის ნატოსა და ევროპულ საკითხთა ქვეკომიტეტების სხდომაზე გააკეთა.

ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მათ ერთად უნდა იზრუნონ, რომ საქართველოსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის დიალოგისთვის საჭირო გარემო შეიქმნას.

„იმ შემთხვევაში, თუ ალიანსი იტყვის, რომ საქართველო მის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნის გამო ვერ გახდება ნატოს წევრი, ამით, ნატოს გაფართოების საკითხში მოსკოვს ვეტოს უფლებას მიანიჭებენ,  ეს კი არ უნდა მოხდეს',- განაცხადა დევიდ უილსონმა.

internet.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები