მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დევნილებს ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაიყვანენ

თბილისში მდებარე ოთხი შენობიდან – სასულიერო გიმნაზიიდან, ინფექციური საავადმყოფოდან, საბავშვო ბაღიდან და ტექნიკუმიდან ლტოლვილების ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაყვანა დღეს დილიდან დაიწყო. ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული პირები ამ ნაგებობებში ბოლო 2 წლის წინ თვითნებურად შესახლდნენ.

პროცესში ჩართულია გაერო და თვალყურს ადევნებს ევრომონიტორების მისია.

ალტერნატიულ საცხოვრებელს იძულებით გადაადგილებულ პირებს სამინისტრო კახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში სთავაზობს. დევნილებს საკუთრებაში გადაეცემათ გარემონტებული საცხოვრებლები ზუგდიდის, აბაშის, წალენჯიხისა, ჩხოროწყუს რაიონებში, აგრეთვე ლაგოდეხსა და ბაკურციხეში.

რუსთავი 2

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები