მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დემოკრატიის საინტერესო ტენდენცია

ბოლო ორ-სამ წელიწადში დემოკრატიის საინტერესო ტენდენციაა ჩვენ ქვეყანაში... - კანონები მხოლოდ პრაქტიკიდან გამომდინარე იწერება.
ასე იყო 2009 წელს, როდესაც რუსთაველის გამზირზე ვისთვის საკნები, ვისთვის გალიები და ვისთვის რკინის კონსტრუქციები დაიდგა. 
იყო სირცხვილის კორიდორები, ბევრი კვერცხითა და წყლით თავდასხმა.. . შედეგი კი იყო მყისიერი. (ამ სიტყვას წინა მოწვევის პარლამენტიდან მოყოლებული, ხშირად გაიგონებთ. 'მყისიერი რეაგირება' საპარლამენტო უმრავლესობის საყვარელი ტერმინია). 
მყისიერი რეაგირება მოჰყვა ე.წ. 9 აპრილის აქციებს და რკინის კონსტრუქციებით ქუჩის გადაკეტვა აიკრძალა; ადმინისტრაციული პატიმრობა 90-დღემდე გაიზარდა, აიკრძალა ქუჩაში წარწერების გაკეთება, ადმინისტრაციული შენობების შესასვლელიდან 20 მეტრში მანიფესტაციის გამართვა და ა.შ. InterPressNews.Ge
მაშინვე აფორიაქდნენ აქციონერი ოპოზიციონერები, მალე დაგვიდგენენ ტანსაცმლის ფერს, რითაც აქციაზე უნდა მივიდეთ და რა ზომის ფეხსაცმელი უნდა გვეცვასო...
დაანოსნდა, რომ ქვეყნისთვის აქციების კიდევ ერთ ტალღას უნდა გადაევლო... თუმცა, ეს ყველაფერი ხანმოკლე, გაუგებარმიზნიანი და ზედმეტად სისხლიანი აღმოჩნდა. . . 
რკინის კონსტრუქციები აღარ, მაგრამ 2011 წლის აქციების ნიშა თეთრი ხელკეტები გახდა, რომელთაც ე.წ. შეფიცულებისა თუ აქციის რიგითი მოხალისე მონაწილეების გარდა, 'გადაცმული' ე.წ. სამართალდამცველებიც ოსტატურად იყენებდნენ . . . InterPressNews.Ge
ხო, მაშინ არც დედაქალაქის მერის ვიდეოკონფერენცია ყოფილა და არც აქციებით 'შეწუხებული' მოქალაქის კითხვა 'ფეისბუქზე', დედაქალაქის მერისთვის განკუთვნილი . . . წელს კი, კითხვაც იყო, თუმცა არ ვიცი, ვინ შეწუხდა ისეთი, ვისი ბიზნესი შეფერხდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვინ 'მოითხოვა პასუხი' ხელისუფლებისგან. მაგრამ, შედეგი, ამ შემთხვევაშიც მყისიერი იყო. აი, ისიც - შეკრებისა და მანიფესტაციის პარალელურად, ადგილობრივი მოსახლეობისა და მოვაჭრეების უფლებების დაცვა სავალდებულო იქნება. კანონპროექტით დგინდება, რომ შესაბამის ორგანოს აქვს ვალდებულება, დაიცვას ბალანსი შეკრების თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, ვინც ცხოვრობს, მუშაობს, ვაჭრობს და აქვს ბიზნესი იმ ადგილებში, სადაც შეკრება მიმდინარეობს. კანონში ცალსახად ჩაიწერება, რომ ამ პირებს ხელი არ უნდა შეეშალოთ, რათა განაგრძონ თავიანთი საქმიანობა. ამ მიზნით, შეიძლება დაწესდეს დროისა და ადგილის შეზღუდვა და მოხდეს ალტერნატიული ვარიანტების შეთავაზება.InterPressNews.Ge
ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ბალანისის შემფასებელი ვინ იქნება? როგორ უნდა გაითვალოს ბალანსი დაზარალებულ 'ბიზნესსა' და თუნდაც იმ თონის მცხობელს შორის, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებლის პირდაპირ ტერიტორიაზე მდებარეობს და სადაც მთელი აქციის დროს, მუდმივი რიგი იყო... ან მზესუმზირის, მიწის თხილის და სასმელი წყლის ფასი რომ ორმაგდება ხოლმე?.. ან როგორ უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა ციხეში 'გაურკვევლად' გარდაცვლილი პატიმრის მშობელსა და 'ვინც ვაჭრობს და აქვს ბიზნესი'-ს შორის? მოკლედ, მთავარია ეს დათქმა იქნება და შემდეგი აქციების ტალღისას კი მას ვინ როგორ და რისთვის გამოიყენებს,...არ დაიმალება და ვნახავთ..
ხო, მერმა ისიც თქვა, იდგნენ და სვამდნენო;... 21 მაისიდან 26 მაისამდე გვარწმუნებდნენ, რომ ეს აქცია, უბრალოდ, ბომჟების აქციაო, მიდით და ნახეთო . . . მივედი, ვნახე... კი, სმაც იყო, მაგრამ ის ხალხიც იყო, InterPressNews.Geვისაც უსამართლობასთან ბრძოლა უნდოდა... მოკლედ, შემდეგი აქციების ტალღისას ნაბახუსევზე გამოსვლა აქციაზე თუ მოგინდა, ან 'მამაპაპური პურის ჭამა' კარგ 'ჭაჭასთან' ერთად და მთვრალი, როგორც წესი გაურჩდი და ქართულ შეურაცხყოფად მიიღე დალევის აკრძალვა,...15 წუთში, წყლის ჭავლი ან პოლიციელის ხელკეტი გამოგაფხიზლებს. აი, ამიტომ - აქციის მონაწილეების მიერ ალკოჰოლის მასობრივი გამოყენება მისი დაშლის მიზეზი გახდება. 
'შეკრებებისა და მანიფესტაციების' შესახებ კანონში ცვლილებების პროექტით დგინდება, რომ თუ აქციის მსვლელობისას მასობრივად აქვს ადგილი იმ გარემოებას, რომ მონაწილეებს აქვთ ისეთი საგნები ან ნივთიერებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ან შეუძლია შეუქმნას შეკრების ან მანიფესტაციის სხვა მონაწილეებს ან სხვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას; ასევე, თუ აქვთ ცრემლსადენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების და მომწამვლელი ნივთიერებანი ან ალკოჰოლიანი სასმელები, შეკრება და მანიფესტაცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მოთხოვნისთანავე. თუ მანიფესტაცია არ შეწყდა, კანონპროექტში ცალსახად წერია, რომ 'სამართალდამცავი ორგანოები შეკრების ან მანიფესტაციის მსვლელობის შესაწყვეტად და მის მონაწილეთა დასაშლელად InterPressNews.Geგამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ზომებს'. აქციის დაშლა იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ აქციის პასუხისმგებელმა პირებმა აქციის მონაწილეების მიერ დარღვევების აღმოფხვრა გაფრთხილებიდან 15 წუთში ვერ შეძლეს.

პოლიციელის ავტომანქანაზე თავდამსხმელებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ. ცვლილება 'სისხლის სამართლის კოდექსში' შედის. კანონპროექტის თანახმად, კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომელიც განსაზღვრავს სასჯელს პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმისთვის. კერძოდ, პოლიციელზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან მათ სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ასევე, სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა, პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით შვიდიდან ოც წლამდე ან - უვადოდ. საინტერესოა, ეს მუხლი, კვერცხებით თავდასმაზე თუ გავრცელდება და თუ აქვთ საქმე ცუდად 'არას' ბიჭებს.InterPressNews.Ge
ძალადობა ძალადობაა,... იქნება ეს პოლიციელზე თავდასმა თუ მოქალაქეზე კანონით თავდასხმა. გამოდის, რომ, რაც არ უნდა ჩავიდინოთ, თუ 'ვიღაცას' უნდა, უცებ დაგვიწერენ კანონს და 'რასაც უნდათ, იმას გვიზამენ?' 
2009 წლის აქციებზე, ქუჩებზე წარწერები გახდა პრობლემა და მაშინვე აიკრძალა... წელს კი, მონუმენტებსა და არქიტექტურული ძეგლების დაზიანება აიკრძალება მანიფესტიისას.......ამის კონკრეტული მიზეზი არ ვიცით, მაგრამ კანონი კონკრეტულ ფაქტებს ერგება-ხოლმე... და ეს ან პროტექციონალურ კანონმდებლობას ნიშნავს ან - პრაქტიკულს....
. . . შეიარაღებული დაჯგუფების განმარტება გაფართოვდა და თითქოს, 21 - 26 მაისის შემთხვევებს მოერგო....ეს იმდენად პრობლემაა არ არის, როგორც ამბობენ, ქართველი ხალხი 'ნიჭიერია' და შემდეგი აქციებისას ისეთი იარაღით შეიარაღდება, კანონით რომ არ იქნება აკრძალული. თუმცა, ნებისმიერი საგნით შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობას ზიანი მიადგეს, ამიტომ მომავალი აქციები 'შიშველი ხელებით და ფეხებით' ჯობია, 15 წუთში დაშლის საფუძველი რომ არავის ჰქონდეს...InterPressNews.Ge
ხო, პრაქტიკულ-პროტექციონალისტურ კანონდმებლობაზე იყო საუბარი და აბა, მეტი რაღაა ეს, თუ არა ის, რომ უკანონო ფორმრების დაფინანსება ჯარიმით ან ხუთიდან რვა წლამდე დაისჯება.. ახლა ჯობია, ზედმეტი არ ვიმსჯელოთ,...ეს კანონი ალბათ უახლოეს ერთ თვეში დამტკიცდება და გავიგებთ, კონკრეტულად ვის მიესადაგება... თუმცა, რა თქმა უნდა, იმედი მინდა მქონდეს, რომ ახალი კანონი, შემდგარ ფაქტებზე არ გავრცელდება. . . ...
თუმცა, ახლაც მარტივია იმის თქმა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება რაღაცნაირად ინტერპრეტირებული და როგორც უნდათ, ისე გაგებული გახდა.
სასამართლომ თუ თქვა, არ შეიძლება მოქალაქეობის არმქონე პირს, აქციაზე პასუხისმგებლობა ავუკრძალოთო, პირიქით, ხელისუფლება ამბობს - კი, შეიძლება ავუკრძალოთო; ...
თუ სასამართლომ აქციის გამართვისას ადმინისტრაციული შენობიდან 20 მეტრის დაშორება არაპრაქტიკულიაო, ხელისუფლებამ თქვა, კი, არაპრაქტიკულია, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, პრაქტიკულიაო.
InterPressNews.Geკერძოდ, კანონის ძველი რედაქციით, აკრძალული იყო შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება შემდეგ შენობების შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში: საქართველოს პარლამენტი; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო, საერთო სასამართლოები, პროკურატურის, პოლიციის, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები და სამართალდამცველი ორგანოები; სამხედრო ნაწილები და ობიექტები; რკინიგზის სადგურები, აეროპორტები, პორტები; საავადმყოფოები; დიპლომატიური დაწესებულებები; სამთავრობო დაწესებულებები; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; შრომის უსაფრთხოების სპეციალური რეჟიმის ან შეიარაღებული დაცვის მქონე საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20 მეტრის რადიუსის შეზღუდვა მოიხსნა. თუმცა, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით დგინდება, რომ აკრძალული იქნება შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება შემდეგ შენობებში და მათი შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საერთო სასამართლოები, პროკურატურის, პოლიციის, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები და სამართალდამცველი ორგანოები. ასევე, რკინიგზის სადგურებთანInterPressNews.Ge, აეროპორტებთან და პორტებთან. ამას გარდა, აკრძალული იქნება შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება სამხედრო ნაწილებში და ობიექტებში და მათი შესასვლელიდან 100 მეტრის რადიუსში. ამას გარდა, საერთოდ აკრძალული იქნება შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას ავტომაგისტრალების და რკინიგზის ბლოკირება. შენობის შესასვლელების ბლოკირების აკრძალვა კი კანონის მოქმედ რედაქციაშიც არის. ასევე, დგინდება, რომ ადმინისტრაციული ორგანო, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც იმართება მანიფესტაცია, უფლებამოსილია განსაზღვროს შეკრების ჩატარების ადგილი შენობის შესასვლელიდან, მაგრამ არა უმეტეს 20 მეტრის დაშორებით. ადმინისტრაციული ორგანო ამ გადაწყვეტილებას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არსებული გარემოების და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით იღებს.
ეს რომ წაიკითხა საპარლამენტო ოპოზიციამ, თქვა, რომ ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სასამართლოს მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილება, თავზე გადაახიაო. დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა უფრო პრაქტიკული ნაბიჯი შესთავაზა უმრავლესობას და ურჩია, საკონსტიტუციო სასამართლო საერთოდ გააუქმეთო . . . 
მოკლედ, ასეა თუ ისე, მცირეოპოზიციან პარლამენტში ვნებათაღელვა მაინც მოსალოდნელია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. კანონპროექტშიც ბევრი რამ შეიცვლება, მაგრამ არ შეიცვლება ის მოლოდინი, რომ მომავალი აქციების დასრულებისას, 'მანიფესტაციებისა და შეკრებების' შესახებ კანონში ცვლილებები ისევ შევა. თუ, რა თქმა უნდა, აქციები კიდევ იქნა; თუ ყველა შემთხვევა განსაკუთრებულ შემთხვევად არ მიიჩნიეს და აი, ეს თუ მოხდა - განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავრობას მანიფესტაციაში ჩარევის უფლება ეძლევა.InterPressNews.Ge ამასთან დაკავშირებით ცვლილება 'შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ' კანონში შედის. კანონის მოქმედ რედაქციაში მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, შეკრების ან მანიფესტაციის სხვაგვარად ჩატარება შეუძლებელია. ასევე, ტრანსპორტის სავალი ნაწილი ნაწილობრივ ან სრულად უნდა გადაიკეტოს მხოლოდ იმ დროის განმავლობაში, რომელსაც მოითხოვს შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობა. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად კი, ზუსტდება, რომ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მხრიდან ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივი ან სრული გადაკეტვის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობა ან განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, მიიღოს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება, თუ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგავარად შესაძლებელია.InterPressNews.Ge ამ ნორმის ამოქმედება დაუშვებელი იქნება მაშინ, თუ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა გათვალსწინებით, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვგავარად შეუძლებელია და კანონის ყველა ნორმა დაცულია.
ხელისუფლებას აქციის დაშლის მიზეზს რა დაულევს, ისევე როგორც ოპოზიციას - მისი გამართვისას.

'ინტერპრესნიუსი' 

 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები