მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დეპარდიეს შემდეგ საფრანგეთიდან შეიძლება სარკოზიც გაიქცეს

ექს-პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, ჟერარ დეპარდიესავით დატოვებს სამშობლოს ფრანსუა ოლანდის საგადასახადო რეფორმების გამო. ახალ საცხოვრებელ ადგილად განიხილება დიდი ბრიტანეთი. 

როგორც ვარაუდოებენ ფინანსურ წრეებში, სარკოზიმ გადაწყვიტა ლონდონში გახსნას საინვესტიციო ფონდი, რომელშიც 1 მილიარდი ევროს ჩადებას გეგმავს. ამ დროისათვის სარკოზი ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ბრაზილიელ და სინგაპურელ ინვესტორებთან.

იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, სარკოზი, რომელსაც ეკრძალება საფრანგეთის დატოვება მისი საპრეზიდენტო კამპანიის არაკანონიერი დაფინანსების გამოძიებასთან დაკავშირებით, სამუდამოდ დატოვებს პოლიტიკას და საცხოვრებლად გაერთიანებულ სამეფოში გადავა.

ინფორმაცია ფონდის დაარსების შესახებ აღმოჩენილი იქნა პოლიციის მიერ სარკოზის პირად კომპიუტერში, რომელიც გასული წლის ზაფხულში იქნა ამოღებული გამოძიების ფარგლებში.

სარკოზისთან დაახლოებული პირები ამ ინფორმაციას უარყოფენ. 'აბსურდულია იფიქრო, რომ სარკოზი საცხოვრებლად ლონდონში გადავა და საფრანგეთში შეწყვიტავს გადასახადების გადახდას', - განაცხადა ექს-პრეზიდენტის ახლობელმა, ბიზნესმენმა  ალენ მინკმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთს ტოვებენ მონიკა ბელუჩი და მისი მეუღლე ვენსან კასსელი. წყვილი საცხოვრებლად გადასვლას რიო-დე-ჟანეიროში გეგმავს. მას-მედიის წარმომადგენლები ამ ფაქტს სოციალისტ-პრეზიდენტის ინიციატივას უკავშირებს.

ინფორმაციას საიტი ytro.ru ავრცელებს.

news.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები