მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების ელჩები ამომრჩევლის მაღალი აქტივობის მნიშვნელობაზე საუბრობენ

დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების ელჩები საქართველოში ამომრჩევლის მაღალ აქტივობაზე საუბრობენ და ამ ფაქტს მნიშვნელოვანს უწოდებენ. 
როგორც ეროვნულ არქივში, 26-ე საარჩევნო უბნის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს საქართველშო დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჯუდიტ გოფმა განუცხადა, ეს უკვე მეექვსე უბანია, რომელსაც  დამკვირვებლის სტატუსით ესტუმრა. 
'პროცესის შეფასება ჯერჯერობით ნაადრევია, თუმცა საარჩევნო პროცესზე კარგად ვართ ინფორმირებული. საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა შეინიშნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია', - აღნიშნა ჯუდიტ გოფმა. 
ჰოლანდიის ელჩმა კი, საარჩევნო გარემოს კონკურენტუნარიანობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც პიტერ ლანგერბერგმა განაცხადა, სამი წელია, საქართველოში ჰოლანდიის ელჩია და ამ ხნის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსაც აკვირდებოდა. მისი განმარტებით, წინა არჩევნებთან შედარებით, ბევრად განსხვავებული საარჩვნო გარემოა, სადაც სახეზეა რეალური კონკურენცია. 
'საერთო შეფასების გაკეთება რთულია, რადგან ჯერ მხოლოს სამ საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდი. თუმცა, აღსანიშნვია, რომ არჩევნებში ბევრი ადამიანი მონაწილეობს. მინდა, ვნახო დღის ბოლოს, რომ ამ არჩევნებში ბევრმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, ამ შემთხვევაში გვექნება შესაძლებლობა, დავინახოთ, თუ რა უნდა ქართველ ხალხს', - აღნიშნა პიტერ ლანგერბერგმა. 
დიპლომატების განმარტებით, დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას განაგრძობენ. პიტერ ლანგერბერგი ცესკო-სა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ მედიაცენტრში სტუმრობასაც გეგმავს. რაც შეეხება ჯუდიტ გოფს, მისი განმარტებით, საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებიც არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებიან, პარალელურად მათაც აწვდიან ინფორმაციას. როგორც ელჩმა განმარტა, საარჩევნო უბნების დათვალიერებას განაგრძობს და პროცესს საერთაშორისო დაკვირვებლებთან შეთანხმების შემდეგ ერთობლივად შეაჯამებენ.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები