მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დიდი ბრიტანეთის ელჩი ელისაბედ მეორის ბრილიანტის იუბილესთან დაკავშირებით ოფიციალურ მიღებას გამართავს

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯუდით გოფი დედოფალ ელისაბედ მეორის ოფიციალური დაბადების დღისა და ბრილიანტის იუბილეს აღსანიშნავად, დღეს ოფიციალურ მიღებას გამართავს. 
მიღებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოში მცხოვრები ბრიტანელები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. 
'წელს ჩვენ აღვნიშნავთ მისი უდიდებულესობა დედოფლის ტახტზე ასვლის 60 წლისთავს - ეს ღირშესანიშნავი თარიღია, რომელსაც მთელ მსოფლიოში ზეიმობენ. 
ჩვენ ასევე ვზეიმობთ საქართველოსა და ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების ოცი წლისთავს. ეს არის ურთიერთობა, რომელიც დამყარებულია პატივისცემაზე, დაფასებასა და მეგობრობაზე. მე მოხარული ვარ და ვამაყობ, რომ საქართველოში ვმოღვაწეობ და გავაგრძელებ მუშაობას, რათა კვლავაც განვავითარო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები', _ განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები