მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დიდი ბრიტანეთი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მრჩეველს გამოაგზავნის

 

დიდი ბრიტანეთი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამუშაოდ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში მრჩეველს გამოაგზავნის. აღნიშნულის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჯერალდ ჰოვარდმა განაცხადა.

ჰოვარდის ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაა. საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიის საკითხებში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მიიღო.

მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე, საქართველოს 'ნატო'-ში ინტეგრაციასა და თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებზე იმსჯელეს.

ჯეონიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები