მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დიმიტრი მედვდევი - რუსეთი წელს მსო-ს წევრი აუცილებლად გახდება, თუ გარკვეული პოლიტიკური თამაშები არ დაიწყება

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იმედოვნებს, რომ რუსეთი წელს მსო-ს წევრი აუცილებლად გახდება, თუკი 'გარკვეული პოლიტიკური თამაშები' არ დაიწყება . ამის შესახებ ინფორმაციას 'გაზეტა.რუ' იუწყება. 
'ჩვენ დიდი ხანია, მზად ვართ მსო-ში შესასვლელად, უფრო მეტად, ვიდრე სხვა, დიდი და არც თუ ისე დიდი ქვეყნები; მაგრამ ცდილობენ, ზღვარგადასული დათმობები გამოგვტყუონ. ასეთი მიდგომა მიუღებელია და რუსეთვისთვის არახელსაყრელ გადაწყვეტილებებზე ჩვენ არასდროს წავალთ', - განაცხადა მედვედევმა პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას. 
მისივე თმქით, თუკი პარტნიორები არ იქნებიან მზად რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში სამართლინი გაწევრიანებისთვის, ეს ცუდი სცენარი იქნება და თავიდან უნდა ავიცილოთ. 
'ამ შემთხვევაში საკუთარ პრობლემებს სხვა ხერხებით, ყველა კონტრაგენტთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გადავწყვეტთ', - განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ ცალკეულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ინტერსებმა რუსეთის წარმატებით განვითარებას ხელი არ უნდა შეუშალოს. 
აღსანიშნავია, რომ უკვე მესამე წელია, რაც პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის მსო-ში გაწევრიანება მთავარ საკითხად რჩება. რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხზე მსჯელობა უკვე, 18 წელია გრძელდება. 
რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას საქართველო ეწინააღმდეგება, მიზეზი სასაზღვრო-საბაჟო საკითხებზე შეუთანხმებლობაა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები