მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დიმიტრი მედვედევი - კრემლიდან სტალინის საფლავის გადატანის საკითხი კარგად აწონილ–დაწონილი უნდა იყოს

კრემლიდან სტალინის საფლავის გადატანის საკითხი კარგად აწონილ-დაწონილი უნდა იყოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა განუცხადა. 
მისი თქმით, მას აქვს მოქალაქეობრივი პოზიციაა, როგორც სტალინის, ასევე სხვა მის თანამოაზრეებთან და კოლეგებთან დაკავშირებით და ეს პოზიცია უარყოფითია. 
მედვედევმა აღიარა, რომ მის მოსაზრებას ბევრი არ ეთანხმება და ბევრს მიაჩნია, რომ ქვეყნის მართვის სტალინისებური მეთოდი 'ძალიან მომხიბვლელია'.
'იოლია აქო ტირანია, როდესაც შენ ცხოვრობ გახსნილ ქვეყანაში, როდესაც იცი, რომ ღამე სახლში არ დაგადებიან თავზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნის მართვის ეფექტური მეთოდია. როგორი უარყოფითი პოზიციაც არ უნდა მქონდეს სტალინთან მიმართებაში, არ შემიძლია არ დავინახო რა ხდებოდა ქვეყენაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ასევე, არ დავინახო ის დამსახურება, რაც ქვეყნის პოლიტიკურმა მმართველებმა მიიღეს მაგალითად სამამულო ომში. ომი მოიგო არა მხოლოდ ხალხმა, არამედ ქვეყნის ხელისუფლებამაც', - განაცხადა მედვედევმა.
მისი თქმით, სანამ სტალინის ნეშტის გადასვენების გადაწყვეტილება მიიღება, უნდა მოხდეს ძალიან ბევრი ნიუანსის გათვალისწინება. 
'ყველანაირი ქმედება უნდა განხორციელდეს როგორც კანონის, ასევე ადამიანური ტაქტის ელემენტარული დაცვით. ეს ეხება არა მხოლოდ სტალინის, არამედ დაწყებული ლენინიდან, დამთავრებული იმ მმართველებით, რომლებიც კრემლის კედლებში განისვენებენ',-განაცხადა მედვედევმა. 
მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ისეთი უნდა იყოს, რომ ამან არ გამოწვიოს ადამიანების დაპირისპირება. 
'თუმცა არის მეორე მომენტიც. ნებისმიერი ადამიანის საფლავი კანონით დაცულია. ისე გამოვიდა, რომ ეს საფლავი არის ქვეყნის ცენტრში. თუ გადასვენების გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაშინ უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რა მოვუხერხოთ სხვა საფლავებსაც. ჩვენ ხომ ვერ დავიწყებთ იმაზე საუბარს, რომ ეს ცუდი იყო და უნდა გადავასვენოთ, ამას კი არა უშავდა და მოდი დავტოვოთ'- განაცხადა მედვედევმა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები