მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დიმიტრი ტიკარაძემ გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებს ჟურნალისტების მიმართვა გადასცა

'ალია ჰოლდინგის' რედაქტორმა დიმიტრი ტიკარაძემ გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებს დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით მიმართვა გადასცა, რომელსაც ხელს 110 ჟურნალისტი აწერს. 
მიმართვაში ჟურნალისტები საქმისთვის გრიფის 'საიდუმლო' მოხსნასა და დაკავებულების თავდებით გათავსიუფლებას ითხოვენ. 
მიმართვა საელჩოს წარმომადგენელმა ჩაიბარა. დიმიტრი ტიკარაძე იმედოვნებს, რომ გერმანიის საელჩო და ასევე დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები ფოტორეპორტიორების საქმეში უფრო აქტიურად ჩაერთვებიან.
შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები - ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტორეპორტიორი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და 'ალია ჰოლდინგის' ფოტორეპორტიორი) რამდენიმე დღის წინ დააკავა.
ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძესა და გიორგი აბდალაძეს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. მათ სასამართლომ წინასწარი დაპატიმრება შეუფარდა. ნათია გედენიძე კი 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ბრალდება 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეს გრიფი 'საიდუმლო' დაედო. პირველი სასამართლო სხდომა პირველი სექტემბრისთვის არის ჩანიშნული.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები