მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დიმიტრი შაშკინი ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორს, აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას მრჩეველს სამეცნიერო საკითხებში რიტა კოლველს და მასთან ერთად საქართველოში მყოფ დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრის მოადგილე  ნოდარ სურგულძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაურიც ესწრებოდნენ, მხარეებმა სამეცნიერო და კვლევითი საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის მომავალ გეგმებზე იმსჯელეს.

რიტა კოლველმა დადებითად შეაფასა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და კმაყოფილება გამოთქვა, რომ ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებს და მკვლევარებს სახელმწიფოსგან მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ. ამერიკული წამყვანი სამეცნიერო წრეების მონაწილეობით დაიგეგმა რამდენიმე ღონისძიება, რომელიც ახლო მომავალში განხორციელდება.

დიმიტრი შაშკინმა აშშ-ს დელეგაციას დეტალურად გააცნო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიზნები და ის პროგრამები, რომლებიც მეცნიერების მიმართულებით ხორციელდება.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები