მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დიმიტრი შაშკინი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს შეხვდა

აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს ენდრიუ ვებერს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე, განსაკუთრებით საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის ეფექტურად გამოყენების საკითხებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას ენდრიუ ვებერმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა კვლავ გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას სამეცნიერო კვლევების ჩატარების მიზნით.

სამინისტროს ცნობით, ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია ერთადერთია ამიერკავკასიაში და იგი ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ლაბორატორია ინფექციური დაავადებების აღმოჩენას, ეპიდემოლოგიურ დაკვირვებასა  და სხვადასხვა მიმართულებით კვლევების ჩატარებას უზრუნველყოფს.  მას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები