მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დიმიტრი შაშკინი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის იარაღის დარიგებას უარყოფს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ახალი ხელისუფლების ბრალდებებს „ფეისბუქის' მეშვეობით პასუხობს და აცხადებს, რომ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მინისტრობის პერიოდში მან ათასობით იარაღი გააჩუქა მტკნარი სიცრუეა.

„მსურს გამოვეხმაურო კიდევ ერთ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, თურმე, მე უკანონოდ, საჩუქრის სახით დავარიგე ათასობით ავტომატური იარაღი თავდაცვის სამინისტროში. ეს არის მორიგი მტკნარი სიცრუე. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თავდაცვის მინისტრს აქვს კანონიერი უფლება, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დააჯილდოვოს თავდაცვის სისტემის თანამშრომლები. ჩემი მინისტრობის პერიოდში, მხოლოდ ერთხელ გამოვიყენე ეს უფლება და ჯილდოდ გადავეცი თავდაცვის სამინისტროს 45 თანამშრომელს არა ავტომატური იარაღი.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესი დარეგულირებულია საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის #430 ბრძანებულებით „სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის' დამტკიცების შესახებ'. ჩემს მიერ ამ ბრძანების მიღება მოხდა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით',- ნათქვამია განცხადებაში.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები