მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დიმიტრი შაშკინი კონტრადმირალ მარკ მონტგომერის შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი აშშ-ის ევროპის სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორატის დირექტორის მოადგილეს კონტრადმირალ მარკ მონტგომერის შეხვდა. შეხვედრის მიზანი აშშ-სა და საქართველოს შორის მიღწეული ექვსპუნქტიანი გეგმის იმპლიმენტაციის საკითხების  განხილვა იყო.

დიმიტრი შაშკინმა აშშ-ის ევროპის სარდლობის კონტრადმირალს მადლობა გადაუხადა  აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში მიღწეული გაღრმავებულ თანამშრომლობისთვის, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფი იმყოფებოდა.

მათი ვიზიტის ძირითად მიზანს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების ადგილზე შესწავლა და  საჰაერო შესაძლებლობების გაძლიერებაში საქართველოს დახმარება წარმოადგენდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ISAF-ის მისიაში ქართული სამშვიდობო კონტინგენტის მონაწილეობას.

„ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ჩართულობა, რადგან საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში'-აღნიშნა შაშკინმა.  

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები