მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დომინიკ სტროს კანის საქმემ შესაძლოა, სხვა მიმართულება მიიღოს

მსოფლიო სავალუტი ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, დომინიკ სტროს კანის საქმემ, რომელიც სასამართლომ დღეს უნდა განიხილოს, შესაძლოა, სულ სხვა მიმართულება მიიღოს . 
ამერიკული მედიის ცნობით, გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ სასტუმროს მოსამსახურე, რომელიც თავს დაზარალებულად მიიჩნევს, დაკითხვებზე არაერთხელ ცრუობდა. გამოძიებას ეჭვი აქვს სავარაუდო მსხვერპლის კრიმინალებთან, ნარკოკარტელთან და ფულის გამოძალვასთან კავშირში. ამასთან, პროკურატურას შეკითხვები გაუჩნდა გარემოებაზე, რაც გვინეიდან ჩამოსული ემიგრანტი მოსამსახურის აშშ-ში თავშესაფარის მიცემას უკავშირდება. ამის შესახებ 'ნიუ იორკ თაიმსი' წერს. 
გამოცემის ცნობით, ასევე არსებობს აუდიოჩანაწერი, სადაც სასტუმროს მოსამსახურე ქალი საუბრობს, თუ რა გამორჩენას ნახავს ის სტროს კანთანთან ურთიერთობის გაბმისა და მისი დადანაშაულების შემთხვევაში. გამოცემის ცნობით, სატელეფონო საუბარი სწორედ იმ დღეს გაიმართა, რა დღესაც სავარაუდოდ, ფინანსისტმა დანაშაული ჩაიდინა. მამაკაცის ვინაობა, ვისთანაც მოსამსახურე საუბრობდა, დადგენილია. მამაკაცი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით საზღვარზე დააკავეს. ამერიკულ მედიაში აღნიშნულია, რომ ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა სტროს კანის საქმეს სულ სხვა მიმართულება მიეცეს. 
სტროს კანს სასტუმროს მოსამსახურე ქალის გაუპატიურებაში ედება ბრალი. დღეს სასამართლომ სტროს კანის მიმართ საქმის შესაძლო შემსუბუქების შესახებ უნდა იმსჯელოს.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები