მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დონალდ ტრამპი ობამას განათლების ხარისხით დაინტერესდა

დონალდ ტრამპი ამაყობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას დაბადების მოწმობის ჩვენება სახალხოდ აიძულა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. 'მე ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტი აიძულა დაბადების მოწმობა გამოემზეურებინა', - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში. 

ახლა ტრამპი ბარაქ ობამას კოლეჯში სწავლის პერიოდს და პრეზიდენტის განათლების ხარისხს იკვლევს. 

შეგახსენებთ, მილიარდერი დონალდ ტრამპი ამტკიცებდა, რომ ბარაქ ობამა აშშ-ში არ დაბადებულა და მისგან დაბადების მოწმობის ასლის წარდგენას ითხოვდა. 

თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის დაბადების მოწმობის სრული ასლი წარმოადგინა, სადაც პრეზიდენტის დაბადების ადგილად ჰავაის შტატია მითითებული. პრეზიდენტი 1961 წლის 4 აგვისტოს 19სთ-სა და 24 წუთზე ჰონოლულუში დაბადებულა.


ამბები.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები