მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დონალდ ტრამპი საქართველოს 20 აპრილს ეწვევა

ამერიკელი მილიარდერი, დონალდ ტრამპი საქართველოს 20 აპრილს ეწვევა.

ინფორმაციას ამერიკელი მილიარდერის საქართველოში ვიზიტის შესახებ, თავად ტრამპის კუთვნილი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ კოჰენი ადასტურებს.

კოჰენის განმარტებით, დონალდ ტრამპის კომპანიამ უკვე დაასრულა არქიტექტორულ პროექტზე მუშაობა, რომელიც ბათუმში უნდა აშენდეს. მისივე თქნით, ტრამპი 20 აპრილს თბილისში ჩამოვა, რათა პროექტთან დაკავშირებით Silk Road Group-თან და პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გამართოს.

როგორც ცნობილია ამერიკელი მილიარდელის ვიზიტი საქართველოში ჯერ კიდევ დეკემბერში უნდა შემდგარიყო, თუმცა ვიზიტი გადადიდო და მაშინ 'სილქროუდ ჯგუფმა' განმარტება გააკეთა, რომ ვიზიტი სავარაუდოდ 2012 წლის დასაწყისში შედგებოდა.

ტრამპის ორგანიზაციასა და 'სილქროუდ ჯგუფს' შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება აშშ-ში, გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის ფარგლებში, მარტში გაფორმდა.

ქართულ მხარესა და დონალდ ტრამპს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად Trump Tower საქართველოშიც აშენდება.

გეგმის მიხედვით, ტრამპის ინვესტირებით, თბილისსა და ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსი და სასტუმრო უნდა აშენდეს. მშენებლობაში პირველ ეტაპზე 250 მილიონი ამერიკული დოლარი ჩაიდება, თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელობა სამომავლოდ ინვესტიციის გაზრდას გეგმავს.

პროექტის დასრულების შემდეგ, სასტუმრო და საცხოვრებელი ბინების გარდა, შენობებში კომერციული ფართები და სამორინეები განთავსედება.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები