მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დონალდ ტრამპი საქართველოს, სავარაუდოდ, 21-22 აპრილს ეწვევა

სამშენებლო კომპანია Trump Organization-ის პრეზიდენტი, ამერიკელი ბიზნესმენი, დონალდ ტრამპი საქართველოს, სავარაუდოდ, 21-22 აპრილს ეწვევა. 
როგორც 'ინტერპრესნიუსს' 'სილქ როუდ ჯგუფში' განუცხადეს, მხარეებს შორის თარიღზე სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს. დამატებითი დეტალების დასადგენად კი მოლაპარაკებები ჯერ ისევ გრძელდება. 
'სილქ როუდ ჯგუფში' განმარტავენ, რომ დონალდ ტრამპი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა, საიდანაც ერთ დღეს თბილისში, ხოლო ერთ დღეს ბათუმში გაატარებს. 
ბათუმში დაგეგმილია 'ტრამპ თაუერის' მშენებლობის პროექტის პრეზენტაციაც. 
ტრამპის ვიზიტის თარიღისა და პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას 'სილქ როუდ ჯგუფი' მოგვიანებით გაავრცელებს.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები