მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დონალდ ტრამპი საქართველოში განსახორციელებელ პროექტებში საკუთარ ფულს არ ჩადებს

დონალდ ტრამპი საქართველოში განსახორციელებელ პროექტებში საკუთარ ფულს არ ჩადებს .
როგორც რადიოსადგურ ~ამერიკის ხმისთვის~ მიცემულ ინტერვიუში კომპანია 'სილქ როუდ ჯგუფის' ხელმძღვანელმა გიორგი რამიშვილმა აღნიშნა, თბილისსა და ბათუმში განსახორციელებელ პროექტებში ამერიკელი მილიარდელი დონალდ ტრამპი საკუთარ თანხებს არ დახარჯავს. თუმცა ტრამპი აღნიშნული პროექტისთვის ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება.
~პირველია დონალდ ტრამპის სახელი, ანუ ლიცენზია, მეორე კი გახლავთ ფულის მოზიდვა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ტრამპი პროექტებში საკუთარ ფულს ჩადებს, თუმცა არც ესაა გამორიცხული. განსაკუთრებულად მნიშნელოვანია ისიც, რომ ტრამპი დაგვეხმარება ამერიკისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფულის მოზიდვაში~, - აღნიშნა გიორგი რამიშვილმა
მისივე თქმით, დონალდ ტრამპი პროექტის განხროციელების პროცესებში მონაწილეობას მიიღებს მარკეტინგისა და მენეჯმენტის დონეზე.
~მე მგონი ეს არის ძალზე კარგი პარტნიორული კონტრაქტი დონალდ ტრამპის ორგანიზაციასა და ~სილქ როუდ ჯგუფს~ შორის~, - განაცხადა რამიშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნული პროექტი ჯერ ბათუმში განხორციელდება, შემდეგ კი თბილისში.
დონალდ ტრამპსა და კომპანია ~სილქ როუდ ჯგუფს~ შორის პარტნიორული ხელშეკრულება გასულ კვირას ვაშინგტონში, აშშ-ში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, ბათუმსა და თბილისში საცხოვრებელი კომპლექსი და სასტუმრო აშენდება.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდის ინფორმაციით, ამერიკელი მილიარდერის ინვესტიციით, მშენებლობაში პირველ ეტაპზე 250 მილიონი ამერიკული დოლარი ჩაიდება, თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელობა სამომავლოდ ინვესტიციის გაზრდას გეგმავს.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები