მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დღეს ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, 2 ივნისს, ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში მომზადებული 2010 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც 'ჯი-ეიჩ-ენს' ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, დოკუმენტი შუალედური ანგარიშია და ის 2010 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლოს პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული 'სამოქმედო გეგმის' შესრულებას ასახავს. ანგარიშს წარმოადგენს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ელჩი ფილიპ დიმიტროვი.

ეს საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლოს პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული 'სამოქმედო გეგმის' შესრულების მეოთხე ანგარიშია.

ევროპის სამეზობლოს 12 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, შესახებ შუალედური ანგარიშები 26 მაისს ბრიუსელში გამოქვეყნდა.

 ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები