მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დღეს თბილისს თომას ჰამარბერგი ეწვევა

თბილისს 3-დღიანი ვიზიტით დღეს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი ეწვევა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, ვიზიტი მიზნად ისახავს მართმსაჯულების სისტემაში და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თვალსაზრისით ვითარების შესწავლას. 
კალანდაძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში, თომას ჰამარბერგი შეხვედრებს გამართავს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი შეხვდება იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების წარმომადგენლებს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეებს და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს.
'ყველა ასეთი ხასიათის ვიზიტს მივესალმებით, რადგან ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების თვალსაზრისით საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასება', - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები