მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დღეს წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია გაიმართება

დღეს, 9 აპრილის ბაღში წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქცია გაიმართება. 
აქციას გამართავენ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები - ადამიანის უფლებათა ცენტრი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, კავშირი 'საფარი' და ~კონსტიტუციის 42-ე მუხლი~.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ~42-ე მუხლიდან~ აცნობეს, ღონისძიების სლოგანია: 'საქართველო წამებისაგან თავისუფალი ზონა'
9 აპრილის პარკში, ასევე, მოეწყობა წამების იარაღების გამოფენა. 
აქციის მონაწილეები 9 აპრილის ბაღიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ გადაინაცვლებენ და თეატრალიზებულ აქციას გამართავენ.
ღონისძიების მიზანია, კიდევ ერთხელ გაამახვილოს საზოგადოების ყურადღება წამების ფაქტებზე. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები