მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დღეს წმინდა მამა დავით გარეჯელის ხსენება აღინიშნება

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მამა დავით გარეჯელის ხსენებას აღნიშნავს.  ამ დღეს განსაკუთრებით აღნიშნავენ გარეჯის უდაბნოში არსებულ მონასტერში, სადაც წმინდა მამა დავით გარეჯელი მოღვაწეობდა. 
ღირსი და საკვირველმოქმედი მამა დავით გარეჯელი შუამდინარეთის ასურეთიდან იყო. იგი წმინდა მამა იოანე ზედაზნელის სულიერი შვილი გახდა და მე-6 საუკუნეში 12 ასურელ მამასთან ერთად მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად საქართველოში შემოვიდა. 
მამა დავითმა სამოღვაწეოდ ჯერ თბილისი აირჩია. თავის მოწაფესთან და სულიერ შვილთან, ბერ ლუკიანესთან ერთად იგი ქალაქის დასავლეთით არსებულ მთის ფერდობზე, გამოქვაბულში დასახლდა, სადაც პატარა სამლოცველო მოაწყო. იმდროინდელი თბილისი ცეცხლმსახურებს ეპყრათ. მამა დავითმა ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ბევრი ცეცხლმსახური მოაქცია.
შემდეგ წმინდა მამამ სამოღვაწეოდ გარეჯის უდაბნო აირჩია, სადაც თანამოაზრე ბერებთან ერთად მონასტერი შექმნა. წმინდა დავით გარეჯელი გარეჯის ლავრაშია დაკრძალული. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები