მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დღეს, ბათუმში ეუთოს ეკონომიკური კონფერენცია მუშაობას დაასრულებს

დღეს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური კონფერენცია მუშაობას დაასრულებს.

ფორუმის ფარგლებში, განიხილებოდა  - ეკონომიკური თანამშრომლობის, მდგრადობის, განვითარებისა და სტაბილურობის ხელშეწყობა ეუთო-ს რეგიონში. ასევე, კონფერენციაზე, გუშინ, ენერგო უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საკითხებზე იმსჯელეს.

ამასთან, ფორუმის მონაწილეებს მიმართეს - საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პეტროს ეფთიმიუმ.

მიხელ სააკაშვილი დელეგატებს საქართველოში ბოლო წლებში განხორცილებულ იმ რეფორმებსა და ცვლილებებზე ესაუბრა, რომელმაც მენტალური რევოლუცია გამოიწვია და ქვეყანა რეგიონში მისაბაძ მაგალითად აქცია.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური კონფერენცია თემაზე - „ეკონომიკური თანამშრომლობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა ეუთოს რეგიონში' იმართება, რომელშიც 40-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი დელეგატი  მონაწილეობს.

Internet.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები