მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ეგვიპტეში დემონსტრანტებთან ანგარიშსწორების გამო 700 პოლიციელს გაათავისუფლებენ

ეგვიპტეში, 2011 წლის დასაწყისში დემონსტრანტების მკვლელობაში მონაწილე 700 პოლიციელს სამსახურიდან გაათავისუფლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ 'ბი-ბი-სი ნიუსი' ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მანსურ ალ-ისავის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მინისტრის თქმით, 1-ელი აგვისტოდან თანამდებობას 505 გენერალი და 164 ოფიცერი დატოვებს. ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, 37 ყოფილ პოლიციელს კი ბრალს მკვლელობის მუხლით წაუყენებენ. 
დემონსტრანტების მკვლელობაში მონაწილე პოლიციელების გათავისუფლება და მათი გასამართლება ეგვიპტეში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. დემონსტრანტების ერთ-ერთი მოთხოვნა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ხოსნი მუბარაქის გასამართლებაც არის. 
ამასთან, უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები არა სექტემბერში, არამედ ნოემბერში ჩატარდება.
'ბი-ბი-სი ნიუსის' ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას პარტიათა უმრავლესობა მიესალმება. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ არჩევნების თარიღის გადავადება მათ საშუალებას მისცემს საკუთარი რესურსის კოორდინაცია უკეთ განახორციელონ.
ეგვიპტეში ხოსნი მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 2011 წლის 25 იანვარს დაიწყო. მასობრივი არეულობების დროს 800-ზე მეტი დემონსტრანტი დაიღუპა. ინფორმაცია პოლიციელთა დაღუპვის შესახებაც გავრცელდა. 
რაც შეეხება მუბარაქს, ის 11 თებერვალს გადადგა. ყოფილი პრეზიდენტი და მისი ორი ვაჟი უფლებამოსილების გადაჭარბებაში დაადანაშაულეს. სასამართლო პროცესი 3 აგვისტოს გაიმართება, მანამდე კი მუბარაქი შარმ-ელ-შეიხის ერთ-ერთ საავადმყოფოში იქნება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები