მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ეგვიპტეში ჰილარი კლინტონის კორტეჟს თავს დაესხნენ

აქტივისტთა ჯგუფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კორტეჟს დაესხა თავს. ეგვიპტეში ვიზიტისას ჰილარი კლინტონის მანქანას მათ პომიდვრები, ფეხსაცმელები და ბოთლები დაუშინეს.

ინციდენტი გუშინ საღამოს ალექსანდრიაში მოხდა. პროტესტანტები ამერიკელ პოლიტიკოსს შემდეგი ლოზუნგებით დახვდნენ: „კლინტონ, წადი!' და „მონიკა, მონიკა!'. ეს უკანასკნელი ჰილარის მეუღლის, ბილ კლინტონის გახმაურებული სასიყვარულო რომანის მთავარი მოქმედი პირია, რომელსაც ბილ კლინტონის საპრეზიდენტო მანდატიც შეეწირა.

დემონსტრაციის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და მისი თანმხლები პირები არ დაზარალებულან, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, ნასროლი ნივთები ეგვიპტის მთავრობის წარმომადგენელს მოხვდა.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები