მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ეგვიპტის ახალი პრეზიდენტის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

ეგვიპტის ახალი პრეზიდენტის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. როგორც უცხოური მედია წერს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები რამდენიმე საათში გამოქვეყნდება. შედეგების გამოცხადება სააპელაციო განხილვების გამო გაჭიანურდა, რომლებიც არჩევნების შემდეგ კანდიდატებს, ისლამისტ მუჰამედ მურსისა და ექსპრემიერ აჰმედ შაფიკს შეჰქონდათ. ორივე მათგანს გამარჯვების მოლოდინი აქვს და ამაში საკუთარი მომხრეებიც დაარწმუნეს, რის გამოც არ გამორიცხავენ, რომ საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში ვითარება დაიძაბოს. 
ტაჰრისის მოედანზე ამ დროისთვის მურსის მხარდამჭერები არიან შეკრებილი, შაფიკის მომხრეებს კი კიდევ ერთი რაიონი, ნასრ-სითი უკავიათ. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის გარეუბნებში ჯავშანტექნიკა დგას. საბრძოლო მოქმედებისთვის მობილიზებულია არმიაც.
ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 16 ივნისს ჩატარდა. ეს იყო ეგვიპტის ისტორიაში მეორე საპრეზიდენტო არჩევნები 2005 წლის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობას ერთ კანდიდატზე მეტი იღებდა. ეს არჩევნები პირველია 2011 წლის რევოლუციის შემდეგ. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები