მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ედპ ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადიციას ითხოვს

'ეროვნულ-დემოკრატიული პარტია' თავდაცვის ყოფილი მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადიციას ითხოვს. ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ განაცხადა. 
მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილმა საკუთარი ქმედებებით ქვეყნის კონსტიტუციის მიღმა დაიყენა თავი.
ჩახვაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა არჩევნებია, ოქრუაშვილმა კი ამას ძალადობრივი გზა ამჯობინა.
შესაბამისად, ჩახვაძე მიიჩნევს, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა თავი როგორც კონსტიტუციის, ისე ხალხის მიღმაც დააყენა.
'მან ხელისუფლებაში მოსვლა ძალადობის გზით და, რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, მტრული სახელმწიფოს დახმარებით გადაწყვიტა' - განაცხადა ჩახვაძემ და დასძინა, რომ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის ფარგლებს სცდება და უკვე სამართლებრივ პასუხისმგებლობაში გადადის.
ჩახვაძემ ხელისუფლებას ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ექსტრადიციისთვის, საფრანგეთის ხელისუფლებისათვის სათანადო მიმართვისკენ მოუწოდა.
ჩახვაძეს პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი გამოეხმაურა და მის მოთხოვნას დაეთანხმა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები