მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ედპ ხელისუფლებას კონსულტაციების დროულად გაგრძელებისკენ მოუწოდებს

'ეროვნულ დემოკრატიული პარტია' ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით კონსულტაციების დროულად გაგრძელებისკენ მოუწოდებს. 
როგორც პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გოგა გოგნიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯგუფის მუშაობა უნდა გაგრძელდეს ნებისმიერი ფორმით, თუნდაც ეს იყოს ინდივიდუალური ფორმატი, რადგან, მისივე თქმით, შემოდგომაზე არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შესაძლებელი გახდეს ახალი კოდექსის მიღება.
გოგნიაშვილის განცხადებით, ედპ-ს აქვს თავისი პოზიცია ყველა საკითხთან მიმართებაში, რომელშიც არის თანხვედრა სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან, მაგრამ მათ ასევე გააჩნიათ განსხვავებული შეხედულებები კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც გასათვალისწინებელია ახალი კოდექსის მიღებისას. კერძოდ, ეს ეხება იმას, რომ საარჩევნო ბარიერი არ უნდა აღემატებოდეს 1%-ს, პარლამენტში დეპუტატები პროპორციული წესით უფრო მეტი უნდა იყვნენ არჩეული, ვიდრე მაჟორიტარულით და სხვა.
პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არა მუშაობის ფორმატები, არამედ კონკრეტული შედეგის მიღწევა, რასაც ახალი საარჩევნო კოდექსი ჰქვია.
'ბოლო პერიოდში განვითარებულმა პროცესებმა საბოლოოდ გამოკვეთა, რომ ქვეყანაში არჩევნების გზით პოლიტიკურ ცვლილებებს ალტერნატივა არ აქვთ. 'ეროვნულ დემოკრატიული პარტია' ყოველთვის იდგა ერთ პოზიციაზე, ყოველთვის ვიყავით თანმიმდევრულები და ვიღებდით მონაწილეობას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის გამართულ მუშაობაში, იქნებოდა ეს NDI-ს ფორმატი თუ IFES-ის ქუდის ქვეშ გამართული შეხვედრები', - განაცხადა გოგნიაშვილმა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები