მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ედუარდ შევარდნაძე მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს რუსეთთან დიალოგის დასაწყებად ნებისმიერი გზა და საშუალება გამოიყენოს

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს 'გადადგას ნებისმიერი ნაბიჯები და გამოიყენოს ყველა გზა რუსეთთან რეალური დიალოგის დასაწყებად'.

'წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება შეუძლებელი იქნება', _ განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ გაზეთ 'ასავალ-დასავალთან' საუბრისას და აღნიშნა, რომ 'ამ პირობებში ნათელი სხივივით გამოიყურება კიევში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა'.

ამავე დროს, ედუარდ შევარდნაძე ეჭვობს, რომ 'თუკი ამ გზაზე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელი წარმატებას მიაღწევს საქართველოს ხელისუფლება მას მხარს დაუჭერს'. 
მიუხედავად ამისა, შევარდნაძე მაინც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მხარი დაუჭირონ პატრიარქს და მისი მაღალი ავტორიტეტი რუსეთთან კონტაქტების დასამყარებლად გამოიყენონ.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები