მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის პირველ ფორუმს გამართავს

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის დღეს სასტუმრო 'შერატონ მეტეხი პალასში' პირველ ფორუმს გამართავს . 
ფორუმის მონაწილეებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი მიმართავს. ფორუმი დაფინანსებულია ამერიკის მთავრობის მიერ USAID-ის შუამავლობით, საქართველოში კანონის უზენაესობის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში. 
ფორუმი შეეხება სასამართლო სისტემის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ საკითხებს, სასამართლო რეფორმის პროცესში სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს მთავრობას შორის გრძელვადიანი კონსტრუქციული დიალოგის ხელის შესაწყობად. ეს ფორუმი, წლის განმავლობაში დეგეგმილ ფორუმთა შორის პირველი ღონისძიებაა. 
ფორუმს დაესწრებიან სასამართლოს, მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე სხვა ექსპერტები. მონაწილეები შეეხებიან სამ ძირითად საკითხს: სასამართლო პროცესის გამჭვირვალობა, სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა და სასამართლოს სტატისტიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. 
2011 წლის 29 აპრილს ჩამოყალიბებული 'კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის' 29 წევრ არასამთავრობო ორგანიზაციისგან შედგება. კოალიციის შექმნის მიზანია მიმდინარე სასამართლოს რეფორმების მონიტორინგისა და დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლოსთვის ადვოკატირების პროცესში პროფესიული იურიდიული ასოციაციების, იურიდიული უფლებების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს და პროფესიული ასოციაციების ძალისხმევის გაერთიანება. USAID-ის პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) თანამშრომლობით. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები