მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის სამუშაო ჯგუფი დამტკიცდა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით დიალოგის წარმოებისათვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

2011 წლის 1 დეკემბრის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მე-12 სხდომაზე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემდგომ ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ევროკავშირის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ დიალოგის წარმოებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფში შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

თორნიკე გორდაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;

ნინო კალანდაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ეკატერინე ზღულაძე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;

თინა ბურჯალიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;

გიორგი ვაშაძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

თამარ ბერუჩაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი;

თამარ კინწურაშვილი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;

ვახტანგ ლეჟავა - საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (დეპარტამენტი) უფროსი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი;

სალომე სამადაშვილი - ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი;

თეა ახვლედიანი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი;

გიორგი ტაბატაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი;

თინათინ გოლეთიანი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი;

სამუშაო ჯგუფს, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან კოორდინირებულად, სათანადო ღონისძიებების გატარება, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ დიალოგის მომზადებისა და წარმოების მიზნით, საქართველოს პოზიციის შემუშავება დაევალა.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები